"ღმერთო, გვაკმარე ამდენი უბედურება!" - კადრები სტიქიის ზონიდან (თურქეთი)
თურქეთში წყალდიდობამ სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ ყველაზე მეტად ანკარა, სტამბოლი, ბურსა და საკარია დააზარალა. არიან დაკარგულები, სამძებრო სამაშველო სამუშაოებში ასობით ადამიანი და ავიაციაა ჩართული.
სტამბოლში წყალდიდობამ დააზიანა 2000-მდე სახლი და ბიზნეს ობიექტი. ძლიერი წვიმების შედეგად დაიტბორა ქუჩები. დაიხურა რამდენიმე მეტროსადგური. წყალი შევიდა ქალაქის ბიბლიოთეკაში, სადაც მაშველებმა 10 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. რესტორნებში მყოფი ტურისტები კი მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ სიკვდილს, რომ შენობის სახურავებზე ასვლა მოასწრეს.
გავრცელებულ კადრებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ეხმიანებიან. საზოგადოების ნაწილი შეშფოთებულია ასე გახშირებული სტიქიებით.
„ღმერთი ძალიან გაუბრაზდა სამყაროს“
„ღმერთო, გვაკმარე ამდენი უბედურება!“,-წერენ ვიდეოს კომენტარებში.