თეგებით ძიება

რა უნდა ვიცოდეთ კოვიდის ახალი შტამთან დაკავშირებით? - ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ

რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის ახალ შტამთან, EG.5-თან საბრძოლველად - სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და დაიცვან წესები.

''სამწუხაროდ, ეს ვირუსი კვლავ განაგრძობს მუტაციას. ახალი ვარიანტები წარმოიქმნება და ერთ-ერთი EG.5 ვარიანტი ესეც ომიკრონის ქვევარიანტია. ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელი (იგულისხმება ვინც ჩაიტარა ტესტი იმათ შორის) 50 % მეტია'', - აღნიშნა ინფექციონისტმა გიორგი კამკამიძემ.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, ახალი ვირუსი ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და იგივე სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მისი კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია.

როგორც წესი, მას არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები. ეს შეიძლება იყოს: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი, თუმცა, ამ შტამს ახლა აკვირდებიან, რადგან შედარებით ახალია და საჭიროა შეფასდეს, ხომ არ ახასიათებს მას უფრო მძიმე მიმდინარეობა სხვა ქვეშტამებთან შედარებით, ან უფრო მეტად გადამდები ხომ არ არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა