"ქალმა შეურაცხყოფები მიაყენა ჩემს ოჯახს... თუ დამიჭერენ, იცოდეთ სიმართლე“ - რატომ დაუპირისპირდა გიორგი გაბედავა რუსებს? (ვიდეო)
სოციალური ქსელის მომხმარებელი, გიორგი გაბედავა ფეისბუკზე თბილისის ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ კადრებს ავრცელებს, სადაც ჩანს, თუ როგორ უპირისპირდება ორ რუს მომხმარებელს. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ უცხოელმა გიორგის ცოლ-შვილს შეურაცხყოფა მიაყენა.
"ბოდიში არაკორექტული ლექსიკისთვის, მაგრამ ჩემი ცოლშვილი ხინკალს ჭამდა ჩვენს სახლთან რესტორანში, სადაც ხშირად ვაჭმევთ ბავშვებს. მესამე შვილი დავაძინე და მე მყავდა, რომ ეჭამათ ცოლს და ორ უფროსს შვილს საჭმელი ნორმალურად. ბავშვები დარბოდნენ და იცინოდნენ, არავის მაგიდას არ შეხებიან და არც ვინმე შეუწუხებიათ ესე შეხებით, უბრალოდ დარბოდნენ და იცინოდნენ. ამ დროს ორი რუსი იჯდა რესტორანში, ქალმა შეურაცხყოფები მიაყენა ჩემს ოჯახს, უთხრა წადით სახლში ჭამეთო, идите в жопу და მსგავსი ტექსტებით. ჩემი მეუღლე წამოვიდა რესტორნიდან და ამის შემდეგ ჩავედი და საკადრისი პასუხი გავეცი.
ისწავლონ სტუმრებმა სტუმრობა!!!
თუ დამიჭერენ იცოდეთ სიმართლე, ამიტომ ვდებ ვიდეოს სადაც ჩანს ყველაფერი!!!", - წერს გიორგი გაბედავა.