თეგებით ძიება

რატომ ვერ ვიკლებთ წონაში შიმშილის დროს? - ფიტნესინსტრუქტორის რჩევები

რატომ ვერ ვიკლებთ წონაში შიმშილობის დროს? ამ ძალზე აქტუალურ კითხვაზე პასუხს ფიტნესინსტრუქტორი - ირაკლი კენჭოშვილი სცემს;

"ჩვენი ორგანიზმი მიჩვეულია შიმშილს, უხსოვარი დროიდან ადამიანს შიმშილთან შეგუება უწევდა. გადარჩენისთვის ჩამოყალიბდა შიმშილთან შეგუების ადაპტაციური მექანიზმი;  როდესაც ადამიანი შიმშილობს, ეს მექანიზმები ირთვება და ჰორმონალური ადაპტაცია იწყება; 

როცა გვინდა გახდომა, კალორიების რაოდენობას ვამცირებთ და ვიწყებთ ვარჯიშს, იწყება ცხიმის წვა; ორგანიზმს არ უყვარს მარაგების გახარჯვა; ამიტომ ჰორმონები ანელებენ მეტაბოლიზმს და ცხიმის წვაც ჩერდება;

როდესაც ნაკლებ ნახშირწყლოვან დიეტებზე ვართ და ვშიმშილობთ, პირველ რიგში იხარჯება გლინკოგენი; გლინკოგენი აკავებს წყალს; თავიდან ადვილად ვწვავთ ოთხ-ხუთ კილოგრამს, მაგრამ მერე დგება პლატო და ცხიმის წვა ჩერდება; ამაში დამნაშავეა ჰორმონი ინსულინი. თუ მისი დონე ორგანიზმში მაღალია, ცხიმს ვერ დავწვავთ; ინსულინის შემცირებას, მადაზე შევატყობთ. თუ მადა შემცირებულია, შესაბამისად, ინსულინის დონეც შემცირდა.

მოერიდეთ სტრესს, იძინეთ მეტი, გამოუძინებლობა ინსულინს ზევით წევს და გვიძლიერდება მადა; არ მიიღოთ ტრანსცხიმები, შიმშილის პერიოდში ივარჯიშეთ; 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა