სტიქია ლაგოდეხში - ქარისგან მოგლეჯილი ხე მამაკაცს დაეცა
სტიქიამ ლაგოდეხის სოფლები კაბალი, გურგენიანი და ბაისუბანი დააზარალა. ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილია ხეები, დასეტყვილია მსხმოიარე ვენახების ნაწილი. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ძლიერი ქარისგან მოგლეჯილი ხე სოფელ კაბალში ერთ- ერთ მოქალაქეს დაეცა. მამაკაცს ტვინის შერყევა და სხვადასხვა სახის მოტეხილობები აქვს და ლაგოდეხის კლინიკაში იმყოფება.
ლაგოდეხის გამგებლის ინფომაციით, ზარალის შესახებ ინფორმაცია დგინდება.