„ბავშვების უსაფრთხოება ალბათ დაცული იქნება ხო?“ - რა ვიდეო ვრცელდება სოციალურ ქსელში?
ფეისბუქის ჯგუფი - „ჩემი ქალაქი მკლავს“, რომელიც თბილისის მერიის მიმართ მწვავე და კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, ამჯერად საბავშვო ბაღის გარეშე დარჩენილ პატარებზე წერს:
„ამ ვარდისფერი შენობის მესამე სართულზე დროებით არიან ბაღის ბავშვები ( რადგან 3 წელია ბაღი რომელიც უნდა აშენებულიყო აღმაშენებლის 197 ში ვერ აშენდა )
გვერდით იწყება კორპუსის მშენებლობა 🙂
ბავშვების უსაფრთხოება ალბათ დაცული იქნება ხო?
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო
თბილისის მერია / Tbilisi City Hall“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.