თეგებით ძიება

8 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება - ნახეთ მისამართები

კომპანია „თელასის“ განცხადებით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 8 სექტემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. 

შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

მთაწმინდის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ელბაქიძის აღმართის, გალაკტიონ ტაბიძის, კოსტავას, საქანელას, მიხეილ ჯავახიშვილის, სანაპიროს და ჯუღელის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ნიკო ნიკოლაძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ეკალაძის, კობახიძის, ვაშლოვანის, ახვლედიანის, ჯუღელის, სატივეს, ქიაჩელის, მიმინოშვილის, ფარნაოზ ლაპიაშვილის და კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II, III კვარტლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო გოძიაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის და აკაკი ბაქრაძის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ანა პოლიტკოვსკაიას, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ჯიქიას და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, ედიშერ მაღალაშვილის, გიორგი გეგეჭკორის, ოთარ ლორთქიფანიძის და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ალაზნის, არარატის, არმაზის, გელათის, დუშეთის, იორის, ბოლნისი, სოლომონ დოდაშვილის, ჩკალოვის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა