თეგებით ძიება

ნიკა მელია შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს - ამირან სალუქვაძე

სამხედრო ექსპერტი ამირანნ სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

„თუ სტრასბურგმა დაადასტურა, სხვა რა უნდა ეთქვა, რომ მელია სწორად იქნა პასუხისგებაში მიცემული, ის შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ოქრუაშვილის და უგულავს შეწყალება იყო შემდგომი ძალადობების, სახელმწიფო დაწესებულებების და ინსტიტუტების უპატივცემულობის და ქაოსის წახალისება.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმის შტურმის გამო 900-ზე მეტი პირია პასუხისგებაში მიცემული. ორ მათგანს, ამ დღეებში, 17 და 22 წელი მიუსაჯეს.

მელიამ ელექტრონული სამაჯური ხალხის სიმრავლით, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის და დანარჩენი ირგანიზატორების უსამართლო შეყალებით გაგულიანებულმა გადააგდო.

წარმოგიდგენიათ იგივე გააკეთოს კაპიტოლიუმის შტურმში რომელიმე ბრალდებულმა, მას რამდენ წელს მიუაჯიან?

ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები მელიას საქმეზე, უტიფრობაა“ - წერს სალუქვაძე.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა კანონიერი იყო და ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე გავრცელებული ინფორმაციით, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია ნიკანორ მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნას და სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების დროს, მელიას პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება არ ყოფილა.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული პროცედურები სრულად თანხვედრაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან და სულისკვეთებასთან, ადგილი არ ჰქონია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას და ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურები ნაკარნახევი იყო მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა