როგორ შევნახოთ ყურძნის წვენი ზამთრისთვის?
ახლად დაწურული ყურძნის წვენი გაწურეთ, ჩაასხით ქვაბში, დადგით ცეცხლზე და მანამ ადუღეთ, სანამ არ განახევრდება. დუღილის დროს ყურძნის წვენი ქაფს მოიდებს, რომელიც ქაფქირით უნდა მოხადოთ. როცა წვენი განახევრდება და შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით, ცხელ-ცხელი ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ, ან გააგრილეთ, პლასტმასის ბოთლებში ჩაასხით და გაყინეთ.
ზამთარში, როცა ფელამუშის ან თათარის მოდუღება მოგინდებათ, ყურძნის წვენს, 1:1 პროპორციით, წყალი დაასხით და ჩვეულებრივი წესით მოადუღეთ.გააკეთეთ ბადაგი და მოამზადეთ ისეთი გემრიელი ტკბილეული, როგორიცაა ფელამუში, ჩურჩხელა და ტკბილი კვერი.