თბილისში, დადიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადა, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.