ქობულეთში მდინარე აჭყვა ადიდდა - დაიტბორა ქუჩები, სახლები, აგრარულის ბაზრის ტერიტორია (ვიდეო)
ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია რამდენიმე ქუჩა, მათ შორის აგრარული ბაზრის ტერიტორია, საცხოვრებელი სახლების ეზოები და მათი პირველი სართულები, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები. რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესებიც.
ადგილობრივები დღეს დილიდან მაღაზიების გაწმენდას საკუთარი ძალებით ცდილობენ. როგორც ისინი ამბობენ, სერიოზული ზარალი მიადგათ თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან ამ დრომდე არ მისულა.
"რომ სხედან 50 დოლარიან მანქანებზე და ამხელა წარმოებას აწარმოებენ, არ უნდა მიაქციონ ბაზარს ყურადღება? წელიწადში არის 12 თვე, 12 თვეში 5-ჯერ რომ ადამიანი დაიტბორება და პროცენტიანი ფულები გამოტანილი აქვს, როგორ უნდა იარსებოს ადამიანმა მითხარით. ეხლა გამოვალაგებთ, გამოვრეცხავთ, გავაკეთებთ, დავალაგებთ ყველაფერს, გაწვიმდება, ისევ ამფერ დღეში ვართ. რა უნდა გავაკეთოთ გეკითხებით?", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.