"ადამიანის უგუნურებას საზღვარი არ აქვს!" - რა ინფორმაციას ავრცელებს მამუკა ღლონტი კაპროვანიდან?
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-იდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან.
ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
"ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოგლეჯილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
სტიქიის ადგილებზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.
ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის, 2 არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.
სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება" - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.