მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელში - სტიქია სოფელ ქობულეთში
ძლიერი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა სოფელ ქობულეთში. გვიან ღამით, ჩამოწოლილმა მეწყერმა დააზიანა ჯაფარიძეების საცხოვრებელი სახლი.
ოჯახის მეპატრონეს თქმით, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როდესაც უცნაური ხმა მოესმა, რა დროსაც მას გაეღვიძა და საძინებელ ოთახში ფერდიდან ჩამოწოლილი მიწის მასა შენიშნა.
"მაშინვე დავუძახე ჩემს შვილს, გავაღვიძე და გავედით გარეთ. დავრეკეთ 112-ში. ასეთი რამ არასოდეს არ მომხდარა. მიწის მასა მთლიანად შემოვიდა საძინებელ ოთახში," - აღნიშნა მინდია ჯაფარიძემ.
მეწყრის შედეგად დაზარალდა კიდევ 2 ოჯახი, სოფელ ლეღვასა და სოფელ ზენითში.