რა საშინელებაა! ჯუმათში დაღუპული ბავშვი 15 წლის იყო - რა დამატებითი დეტალები სტიქიის ზონიდან?
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, 15 წლისაა და ის ჩხარტიშვილების ოჯახიდანაა.
ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ, ერთ-ერთი არასრულწლოვანია.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.