დაღუპულია ერთი და დაჭრილია რამდენიმე ადამიანი - რა მოხდა თბილისში?
თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. დაჭრილია რამდენიმე პირი.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას ორი პირი: 1980 წელს დაბადებული ვ.დ. და 1985 წელს დაბადებული ს.დ. დანის გამოყენებით დაჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.დ. საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა, ხოლო ს.დ.- ს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ვ.შ. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლი "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.