თეგებით ძიება

შარდენზე ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრეს - დაპირისპირება ლესელიძეზე, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა (ვიდეო)

დაპირისპირება ტურისტულ უბანში - შარდენზე ცივი იარაღით მოკლულია ერთი და დაჭრილია ასევე ერთი ადამიანი.  

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 31 წლის კაცმა ფიზიკური დაპირისპირებისას 2 პირს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. ერთ-ერთი დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. რის გამო დაიწყო მხარეებს შორის კონფლიქტი, ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილი ხდება, რომ დაპირისპირება ლესელიძეზე, რესტორან ფასანაურში რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით მოხდა, სადაც ამ დროისთვის მუშაობა შეჩერებულია.

ობიექტის მფლობელმა და მომსახურე პერსონალმა მომხდარის შესახებ ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავებიც, რომლებმაც ტერიტორია დაასურათეს და ახლოს მდებარე ობიექტები დაათვალიერეს, მაგრამ საუბარი არც მათ მოისურვეს.

ცნობისთვის, 2 პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება 109 მუხლით მიმდინარეობს. პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა, რომელსაც 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა