თეგებით ძიება

"გული გამისკდება მგონია, საშინელი მდგომარეობაა, საშინელი!" - რას ამბობენ ადგილობრივები გურიის სტიქიაზე? (ვიდეო)

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი. როგორც ირკვევა, დაღუპული თორნიკე ჩხარტიშვილია. ამ დროისთვის, დაკარგულ კიდევ ორ ადამიანს ეძებენ.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.

ლანჩხუთში ეძებენ კიდევ ერთ მოზარდს.

"მეშვიდე კლასელია იურა გუჯაბიძე, ნეტავ, ცოცხალი იყოს, სხვა არაფერი მინდა. უკარგეს ბიჭს ვეძებთ. არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, ძალიან კარგი ინტელიგენტი ოჯახის შვილია, ძალიან კარგი ბიჭი. ძალიან მძიმე დღეში ვართ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. იმედი გვაქვს, რომ ბავშვი ცოცხალი იქნება“, - ამბობს ადგილობრივი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა