თეგებით ძიება

"კორუმპირებულ ქვეყანაში დაცული არავინაა..." - რას წერს ელისო ჯანაშია?

ჟურნალისტი, ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორუმპირებულ ქვეყანაში დაცული არავინაა.

"კორუმპირებულ ქვეყანაში დაცული არავინაა 

ნებისმიერ დროს არის საშიშროება, წაგიღოს მეწყერმა, წყალდიდობამ, თავზე გზად რამე ჩამოგექცეს, პოლიციელმა არაპროფესიონალიზმით მოგკლას, უსწავლელ ექიმს ჩაუვარდე ხელში და მოგკლას, მასწავლებელმა დაგიმახინჯოს ფსიქიკა და გზას აგაცდინოს, ხელისუფლების მართულ სასამართლოში ვერაფერს მიაღწიო, იომო, იყვირო, უსუსურობამ დაგღალოს და უბრალოდ მოკვდე.

კორუფცია ომში ღალატის რანგის დანაშაულია.ორივე შემთხვევაში, გააზრებულად, უდანაშაულო შენიანს კლავ, მათ შორის, ბავშვებს.

ყველა კორუმპირებული ადამიანი ბავშვების პოტენციური მკვლელია. ვისაც ოდესმე ბიუჯეტიდან მოუპარავს, ან ხაზინის ქურდობა  "გაუპრავებია", დაუდევრობითა და არაპროფესიონალიზმით  გამოწვეული ყველა  დანაშაულის თანამონაწილე და ბავშვების მკვლელია", - წერს ჯანაშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა