ბათუმში, შუა ხნის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს,
ბათუმში, შუა ხნის კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა "აჭარა NEWS" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.
მას ჭრილობა, სავარაუდოდ, კისრის არეში აქვს მიყენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.