თეგებით ძიება

სომხეთის ელჩი ლავროვის უწყებაში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს

სომ­ხე­თის ელჩი ვა­ღარ­შაკ ჰა­რუ­თუ­ნი­ა­ნი რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­ი­ბა­რეს და საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გა­დას­ცეს, რაც ერევ­ნის მხრი­დან არა­მე­გობ­რულ ნა­ბი­ჯებს უკავ­შირ­დე­ბა. ამის შე­სა­ხებ "რია ნო­ვოს­ტი“ წერს.

სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­უ­ბა­რია რეს­პუბ­ლი­კა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ხლის სა­მარ­თლის სა­სა­მარ­თლოს რო­მის სტა­ტუ­ტის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სის და­წყე­ბა­ზე, პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრ ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნის მე­უღ­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ზიტ­ზე და კი­ევ­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­და­ცე­მა­ზე, ასე­ვე, ქვე­ყა­ნა­ში სამ­ხედ­რო წვრთნებ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით.

გარ­და ამი­სა, ელჩს საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გა­და­ე­ცა სომ­ხე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის თავ­მჯდო­მა­რის ალენ სი­მო­ნი­ა­ნის მიერ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მა­რია ზა­ხა­რო­ვას და მთლი­ა­ნად, სა­მი­ნის­ტროს მი­მართ შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. ასე­ვე, სა­მი­ნის­ტრო­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვეს ბლო­გე­რის, მი­ქა­ელ ბა­და­ლი­ა­ნის და "Sputnik სომ­ხე­თის“ მი­მომ­ხილ­ვე­ლის აშოტ გე­ვორ­კი­ა­ნის რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­კა­ვე­ბის გამო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა