თეგებით ძიება
09. 09. 2023 მსოფლიო

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კიევშია. ამის შესახებ ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

"სრულმასშტაბიანი ომის პირველივე საათებიდან ბორის ჯონსონი გულწრფელად უჭერს მხარს უკრაინას და რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარება. ახლა აგრძელებს უკრაინისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მოზიდვას. მადლობა შენი ენერგიისთვის, მეგობარო!" - წერს ზელენსკი.

ბოლოს ჯონსონი კიევში 2023 წლის იანვარში, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი უცხოელი ლიდერი, რომელიც უკრაინას ომის დაწყების შემდეგ ეწვია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა