დიდი ტრაგედიაა! დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი... - 12 წლის იური გუჯაბიძეს გლოვობენ
გურიაში, ტრაგიკულად დაღუპული მეორე არასრულწლოვანი მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძეა. ის სტიქიას სოფელ ჯიხანჯირში ემსხვერპლა.
პატარა ბიჭის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება.
,,მეწყერმა ჯიხანჯირში მოზარდის სიცოცხლე შეიწირა. მძიმე ფოტოა და ფოტოზე უფრო მძიმე რეალობა...
დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე... სხვები გადაარჩინა... არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა - გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც... ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე", - წერს სოციალურ ქსელში ნინიკო მშვიდობაძე.
ტრაგედია დატრიალდა ჯუმათშიც. მოვარდნილმა ღვარცოფმა მამას ხელიდან გასტაცა 11 წლის თორნიკე ჩხარტიშვილიც.
ამ ეტაპზე, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე.