"იმ სამყაროში, სადაც ჩვენ გვინდა ადამიანის სიცოცხლეა მთავარი" - რას წერს ნინო ჯანგირაშვილი?
ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაზე მთვარია ადამიანის სიცოცხლეა.
"თავი რომ გავანებოთ გეოპოლიტიკებს და ვრცელ პოლიტიკურ ანალიზებს, ბორელმა ბრიფინგზე გურიაში დაღუპული ადამიანის გამო მწუხარება გამოთქვა. ჩვენს ოროსან უტიფარ კლოუნს არც გახსენებია, ან უბრალოდ იფიქრა, ახლა პოლიტიკებზე ვლაპარაკობ და რა დროს ეგ არისო. ეგ არის განსხვავება ევროპასა და ქოცრუსების სამყაროს შორის. იმ სამყაროში, სადაც ჩვენ გვინდა ადამიანის სიცოცხლეა მთავარი. იქ, სადაც ქოცრუსები გვექაჩებიან, პირადი მიზნებისთვის გვამებზე გადავლაც მოსულა", - წერს ჯანგირაშვილი.