სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გამოყვანილი - ლანჩხუთის მერი
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ლანჩხუთის მერის თქმით, სტიქიის ზონიდან 50-მდე ოჯახია გაყვანილი და ახალა სოფელ ხორეთიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს 5 ადამიანი გამოჰყავს.
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გუშინ, მთელი ღამე ვმუშაობდით და სტიქიის ზონიდან დაახლოებით, 50-მდე ოჯახი გამოვიყვანეთ, რომლებსაც თავშესაფარი ესაჭიროებოდათ. მათი ნაწილი, დროებით, ნათესავებთან ცხოვრობს. ყველაზე მეტი მოქალაქე ჩოჩხათის თემიდან გამოვიყვანეთ. ტექნიკა მიდის ყველა ლოკაციაზე, რათა ამ ორ დღეში მაქსიმალურად გავწმინდოთ ტერიტორია. ძალიან ბევრია ისეთი ადგილი, რომელიც დამეწყრილია და წაღებულია მიწა. ახლა წასულები არიან სამაშველო სამსახურის და მერიის თანამშრომლები, რომ სოფელ ხორეთიდან კიდევ გამოიყვანოს 5 ადამიანი”, - განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.