თეგებით ძიება
09. 09. 2023 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი ვაგარშაკ არუტუნიანი დაიბარეს. კრემლის აზრით, ერევანმა ბოლო დროს რამდენიმე არამეგობრული ნაბიჯი გადადგა.

ამ არამეგობრულ ნაბიჯებს შორის სახელდება:

„11-30 სექტემბერს სომხეთში სომხეთ-ამერიკული სამხედრო წვრთნები ჩატარება.

სომხეთის მიერ უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაცემა და კიევში ნიკოლ ფაშინიანის ცოლის, ანა აკოფიანის ვიზიტი.

სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყება, რომლის მიხედვით სომხეთი ჰააგის სასამართლოს მონაწილე ქვეყანა გახდება. ამ სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიუღებელია სომხეთის პარლამენტის სპიკერის ალენ სიმონიანის განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას მისამართით. კერძოდ სიმონიანმა ზახაროვას „ვიღაცა მდივანი“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ყველა ამ პრეტენზიის მიუხედავად, მოსკოვი ერევანს კვლავ მოკავშირედ მიიჩნევს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა