"ხო გინდოდათ წინასწარი შეტყობინების მექანიზმი, ხოდა დაიწყო მთავრობამ ესემესების დაგზავნა, რომ წვიმს" - რას წერს ქეთი დევდარიანი?
სცენარისტი, ქეთი დევდარიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში სტიქიები ძალიან საყურადღებო გახდა უკვე.
"ხო გინდოდათ წინასწარი შეტყობინების მექანიზმი. ხოდა დაიწყო მთავრობამ ესემესების დაგზავნა. რომ წვიმს. რომ ბადრიჯანი 4 ლარი გახდა. რომ იღლიის ეპილაციაზე საშემოდგომო ფასდაკლება გრძელდება. რომ ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი..
ყველაფერს ქოცი მოედო. წარსულს, არქივს, აწმყოს, და რაც მთავარია მომავალს, რომელსაც ევროპის მაგივრად ორღობის კონტურები აშკარად გამოეკვეთა", - წერს დევდარიანი.