"ამერიკაში დიდი წვიმა რომ უნდა მოვიდეს, შეტყობინება მოგვდის ყველას ტელეფონზე“ - რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი?
ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გურიაში მომხდარ სტიქიას ეხმაურება. ის ამერიკის მაგალითზე წერს, თუ როგორ ხდება მოახლოებულ სტიქიამდე მოსახლეობის ინფორმირებულობა.
"ერთი პატარა მთაგორიანი ქვეყანა ვართ. საითაც გაიხედ-გამოიხედავ ყველგან მთებია, კლდეები, გორები.
მეწყერიც დამეგობრდა ჩვენთან. არც კი გვეკითხება ისე წაგვლეკავს.
დავაყენეთ პრობლემა! როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი რომ ხალხმა წინასწარ იცოდეს საშიშროების შესახებ?!
რომელ სამსახურს აბარია წინასწარ ინფორმაციის გავრცელება?
ამერიკაში დიდი წვიმა რომ უნდა მოვიდეს, შეტყობინება მოგვდის ყველას ტელეფონზე ფრთხილად ვიყოთ, გარეთ არ გავიდეთ.
გურიაში სტიქიამ ორი ადამიანის, მათ შორის, ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. კიდევ ერთ არასრულწლოვანს ეძებენ. სტიქიამ დააზარალა ასამდე ოჯახი და კომუნიკაციებს მიღმა დატოვა!
ვიზიარებ და ძალიან ვწუხვარ", - წერს ცისნამი საყვარლიშვილი.