მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა - რა ხდება მაროკოში?
მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 820-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულია 672 ადამიანი, მათგან 205-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სტიქია გვიან ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა. 19 წუთის შემდეგ კი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები განმეორდა.
სტიქიამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია.