თეგებით ძიება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სომხეთის ელჩი დაიბარეს

საპროტესტო ნოტა სომხეთს - უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისა და ბოლო პერიოდში კრემლთან დისტანცირებისთვის გადადგმული სხვა ნაბიჯების გამო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი დაიბარა. რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დიპლომატი “რთული” საუბრისთვის დაიბარეს. უფრო კონკრეტულად კი კრემლის გაღიზიანება იმ ჰუმანიტარულმა დახმარებამ გამოიწვია, რომელიც სომხეთმა უკრაინას რამდენიმე დღის წინ ომის დაწყების შემდეგ პირველად გაუგზავნა. 

პარალელურად, იმავე დღეს, სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ცოლი, ანა ჰაკობიანი კიევში ჩავიდა. ამასთან, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან  მუდმივი წარმომადგენელი გაიწვია. მეტიც, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება დაგმო, სომხეთმა გამოაცხადა, რომ აშშ და სომხეთი სომხეთის ტერიტორიაზე ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა