თეგებით ძიება

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა. მომხდარის შემდეგ მიწისძვრის შემდეგომი ბიძგები კიდევ განმეორდა, რომელთაგან ერთმა 5 მაგნიტუდა შეადგინა. 

მაროკოდან გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალაში ჩანს, რომ ჰოსპიტალები მიწისძვრის შედეგად დაშავებულებით არის გადავსებული, საწოლები პირდაპირ ქუჩაშია გამოტანილი. მსხვერპლის და დაშავებულები რაოდენობა კიდევ იზრდება. ადგილზე მაშველები მუშაობენ. 

ადგილობრივი ხელისუფლება მსოახლეობას მოუწოდებს, სისხლის დონორები გახდნენ და დაშავებულებს დაეხმარონ. სისხის გადასხმის ცენტრთან რიგში ასობით ადამიანი ჩადგა. 

შეგახსენებთ, რომ მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. საუბარია ქალაქი მარაკეშზე, სადაც 6.8 მაგნუტიდის მიწისძვრამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია. ინფორმაციას Al Jazeera და  Reuters ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა