თეგებით ძიება

20 ლარი 15 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების სანაცვლოდ - დაკავებულია 20 წლის კაცი

20 ლარი 15 წლის გოგონას ინტიმური ფოტოების სანაცვლოდ - 20 წლის კაცი სკოლის მოსწვალის ინტიმურ ფოტოებს სოციალური ქსელით 20 ლარად ყიდდა. ირკვევა, რომ 20 წლის მამაკაცი 15 წლის არასრულწლოვანს ინტერნეტ სივრცეში გაეცნო, დაუახლოვდა და მისი ნდობა მოიპოვა, რის შემდეგაც აიძულებდა, რომ შიშველი ფოტოები გადაეღო და მისთვის გაეგზავნა. 

ამბავი დაზარალებული გოგონას დედის ყურამდეც მივიდა, ამის შემდეგ კი შანტაჟი და ვაჭრობა მასალების სანაცვლოდ ბრალდებულმა მსხვერპლის მშობელსაც დაუწყო.

საქმის სიმძიმიდან გამომდინარე სასამართლო სხდომა დახურეს, თუმცა არსებული ცნობებით, განსასჯელის სკამიდან ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებდა. მის წინააღმდეგ ჩვენება მისცა თავად დაზარალებულმაც და მატაც, ვინც მოზარდის ფოტოებს 20 ლარად ყიდულობდა.

დაკავებული მოსამართლემ პატიმრობაში გაუშვა. დაკავებულის ადვოკატი ადასტურებს, რომ საქმეში მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ უმძიმესი ჩვენებები დევს. საქმეშეი დევს ასევე ვიდეომასალაც და სქრინშოთებიც, რომელიც ასახავს, როგორ ასაღებდა 20 წლის ახალგაზრდა არსარულწვნის ფოტო და ვიეომასალას, დევს ასევე გაყიდვის და ყიდვის დამადასტურებელი სქრინშოთებიც.

"ამ ეტაპზე იყენებს მისთვის მინიწებულ დუმილის უფლებას, შესაბამისად, არც არაფერს ადასტურებს და   არც არაფერს უარყოფს. ჰქონდა სოციალურ ქსელით მიწერ-მოწერა. გამოძიებას აქვს გარკვეული მტკიცებულებები, მათ შორის, დაზარალებული არასრულწლოვნის ჩვენება, არის გარკვეული მოწმეთა ჩვენებები და არის ასევე გარკვეული ინფორმაცია უშუალოდ სქრინშოთების სახით. არსებობს ინტიმური ფოტო-ვიეომასალა დადგენილებით. გამოძიება ედავება, რომ თიტქოს აღნიშნული ფულის მოთხოვნა, რაც ხდებოდა ბრალდებულის მხრიან, ხდებოდა აღნიშნული თანხის აჭარაბეთზე ცარიცხვა და შემეგ ხდებოდა უშუალოდ ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება. ძირითადად არიან ირიბი მოწმეები. გამოძიება არ ედავება უშუალოდ მოპოვებას და შენახვას. ნებართვით მოიპოვა ანუ არ ედავებიან, ედავებიან მხოლოდ გამოყენებას და გავრცელებას, - ამბობს ადვოკატი ავთანდილ გიორგაძე. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა