1000-ზე მეტი დაღუპული - მაროკოში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა
მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 037-მდე გაიზარდა, დაშავებულია 721 ადამიანი. როგორც BBC წერს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
ცნობისთვის, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გვიან ღამით, ადგილობრივი დროით 23:11 საათზე, მოხდა.
მიწისძვრამ ყველაზე მეტად მარაკეში დააზიანა, რომელიც იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია. ქალაქში დაზიანდა მეჩეთი და რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.