თეგებით ძიება

„დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა, მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა“ - გურია მე-7 კლასელ იური გუჯაბიძეს გლოვობს

7 სექტემბერს გურიაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ძლიერი წვიმის და წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. სტიქიამ გამოიწვია ღვარცოფული და მეწყრული პროცესები, რის გამოც დაზიანდა გზების ნაწილი. 

სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის მეშვიდე კლასელი იური გუჯაბიძე.

"დის მეგობრებს დაუთმო საკუთარი საძინებელი და ეზოში მდგარ სამზად სახლში გადავიდა თვითონო, ამბობენ. მეწყერმაც ის სამზადი სახლი ჩაიტანა თურმე... სხვები გადაარჩინა... არ იცოდა, მაგრამ ხომ გადაარჩინა - გმირია, არც ეს იცოდა, მაგრამ გმირია მაინც ... ნათელში იყოს, ქედს ვიხრი ამ პატარა ბიჭის სულის წინაშე.

იურა გუჯაბიძე, პატარა ანგელოზო", - წერენ სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა