თეგებით ძიება

"თებერვალში კოვიდი გადაიტანა... დღეს გული გაუჩერდა..." - ცნობილი პლასტიკური ქირურგი გარდაიცვალა

რუსეთში ცნობილი პლასტიკური ქირურგი ოთარ გოგიბერიძე გარდაიცვალა.

მას “ვარსკვლავურ ქირურგსაც” უწოდებდნენ, რადგან ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანისთვის ჰქონდა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. 30 წელზე მეტი იყო თავის პროფესიაში.

მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ მისმა ყოფილმა ცოლმა, ტელეწამყვანმა იანა ლაპუტინამ ამცნო საზოგადოებას. 

"თებერვალში კოვიდი გადაიტანა, რომელმაც ძალიან ბევრი გართულება დაუტოვა. დღეს გული გაუჩერდა..." - დაწერა ყოფილმა ცოლმა.

ოთარ გოგიბერიძეს მოსკოვში ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. დაცული ჰქონდა სამეცნიერო ხარისხები და იყო ევროპის პლასტიკური ესთეტიკური კონფედერაციის წევრი, წლის საუკეთესო ქირურგის ტიტულის მფლობელი, დამაარსებელი და მთავარი ექიმი კლინიკისა "სილამაზის დრო".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა