თეგებით ძიება

ჩინეთში ჩიტის მსგავსი დინოზავრი აღმოაჩინეს

ჩინეთში ჩიტის მსგავსი, საოცრად გრძელი ქვედა ფეხების მქონე დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს. მეცნიერების თვალსაზრისით, ეს არსება სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის ახლანდელი ფუჯიანის პროვინციაში გვიანი იურული პერიოდის განმავლობაში 148-150 მილიონი წლის წინ იცხოვრებდა.

მეცნიერებმა აღმოჩენილი ცხოველის ნაშთს სახელად Fuijianvenator prodigiosus-ი უწოდეს, რაც ლათინურად ასე ითარგმნება: „უცნაური მონადირე ფუჯიანიდან“. 

„Fuijianvenator prodigiosus-ს წაგრძელებული ქვედა ფეხები ჰქონდა, რომლებიც თეძოებზე ორჯერ გრძელი იყო. ის დაახლოებით 641 გრამს იწონის და ხოხბის ზომაა. ნამარხი ნაშთი მნიშვნელოვანია, რადგან ის ფრინველების წარმოშობის პერიოდს უახლოვდება. Fujianvenator prodigiosus-ი, თავისი უნიკალური ჩონჩხის მორფოლოგიიდან გამომდინარე, ახალ შუქს ჰფენს მორფოლოგიურ ევოლუციას ... ფრინველების ადრეულ ევოლუციურ სტადიაზე“, - თქვა კვლევის წამყვანმა ავტორმა, მინ ვანგმა. 

კვლევის მიხედვით, თანამედროვე ცხოველებში, წაგრძელებული ქვედა ფეხი ასოცირდება სახეობებთან, რომლებსაც სწრაფად სირბილი შეუძლია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Fujianvenator prodigiosus-ი შესაძლოა ძალიან სწრაფი მორბენალი იყო. თუმცა, ეს თვისება გავრცელებულია ისეთ ფრინველებშიც, როგორიცაა ყარყატი და წერო, რაც მიუთითებს, რომ Fujianvenator prodigiosus-ი ჭაობში ცხოვრობდა. ნამარხი ნაპოვნია წყლის სხვა ცხოველების ნაშთებთან ერთად, მათ შორისაა კუს და სხივფარფლიანი თევზის ნამარხი.

„ფრინველის მსგავსი სხვა დინოზავრები ხეებზე  ცხოვრობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნამარხს ბუმბული არ აქვს შემორჩენილი, დიდი ალბათობით, Fujianvenator prodigiosus-ის სხეული ბუმბულით იყო დაფარული. ნამარხებით ვერ დგინდება, შეეძლო თუ არა ფრინველის მსგავს დინოზავრს ფრენა,“ - დასძინა  მინ ვანგმა.

წყარო: https://edition.cnn.com/2023/09/06/asia/bird-like-dinosaur-china-scn/index.html 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა