თეგებით ძიება
09. 09. 2023 სპორტი

რაგბის მსოფლიო თასი - საქართველოს ნაკრები ავსტრალიასთან დამარცხდა

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფის პირველი შეხვედრა ორგზის მსოფლიო ჩემპიონის, ავსტრალიის წინააღმდეგ ჩაატარა და 15:35  დამარცხდა.

თამაში ავსტრალიის ნაკრებმა სწრაფად და აგრესიულად დაიწყო და უკვე მეორე წუთზე პეტაიამ ლელოს დადება მოახერხა. რამდენიმე წუთში, ავსტრალიელთა ნახევარზე ვასილ ლობჟანიძემ კარგად იბრძოლა, მეტოქის ბურთი ჩაჭრა, ავსტრალიელები იძულებულნი გახდნენ დაჯარიმებულიყვნენ, ჯარმა კი ლუკა მატკავამ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრებს მსოფლიო თასზე პირველი ქულები მოუტანა.

მე-9 წუთზე ავსტრალიელებმა კიდევ ერთი ლელოს დადება შეძლო, მათ სწრაფ შეტევას ქართველმა მორაგბეებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და ნავაქანიტანასემ „ვოლაბების“ (ავსტრალიის ნაკრების მეტსახელი) უპირატესობა გაზარდა, დონალდსონმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა, რასაც ცოტა ხანში ზუსტი ჯარიმაც მიაყოლა და მე-15 წუთისთვის ავსტრალია 15:3 დაწინაურდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა