ხვალ შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 11 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დემნა შენგელაიას და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ზეკარის, კიშინიოვის, სვირის, გეგუთის, დარკვეთის, ასურეთის, ჯავის, ლუბოვსკის, წერონისის, სამღერეთის, ზედამზის, ჟღენტის, ლაითურის და მაჩხაანის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, უჩანეიშვილის, საკანდელიძის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე მელიქიშვილის გამზირის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას, როდენის და ბარნოვის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II კვარტლების, დუდუ დადიანის, გურიელის, პიკასოს, მუზაშვილის, გამრეკელის, ძოწენიძის, შატილის, რამაზ ჩხიკვაძის და ნუცუბიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიორიის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, თინათინის, ვეფხისტყაოსნის, ბოჭორიშვილის, შარტავას, იოსებიძის, გოთუას, სულაკაურის, ბობ უოლშის, კოსტავას, ბახტრიონის, იყალთოს, ამაშუკელის, აბულაძის, დელისის, ინტენსიფიკაციის და უნივერსიტეტის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ბროწეულის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ლუბლიანას და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.