თეგებით ძიება

“მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი – შეეშვი საქართველოს” – გიორგი ვაშაძე

მივმართავ ღარიბაშვილს - ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, რა დონეზეა გახრწნილი სისტემა. გახრწნილობის პიკი შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როდესაც შოვის ტრაგედიაში მძიმე ვითარებაში იყვნენ.

ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა "ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ხალხი. მთავარია, იყავით ჩემი ერთგულები, მთავარია რუსული დავალებები შეასრულოთ" - ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ.

15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი, ან წიგნები. პრემიერ - მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ - აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ - მინისტრის მეუღლე?! შვილი სპეც. რეისით უნდა წაიყვანო, აბა ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი?! ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი.

ცალ-ცალი "კალოშით" მოსული ადამიანები დაეპატრონნენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე.

ევროკავშირი მათ შორის, ნიშნავს პასუხი ვაგებინოთ ასეთ ადამიანებს. ასეთი პრემიერ მინისტრით და ასეთი "ქართული ოცნებით" ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით.

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა