არ შეიძლება პირველ პირს ასეთი ხელფასი ჰქონდეს.. კვირკაშვილი, ბახტაძე, გახარია 3500 ლარზე ცხოვრობდნენ?- მერაბ მეტრეველი
„არ შეიძლება პირველ პირს ასეთი ხელფასი ჰქონდეს, ეს ნიშნავს, რომ მას პირდპაირ კორუფციისკენ ვუბიძგებთ“ - ამის შესახებ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.
„მე ვფიქრობ, ღარიბაშვილის უფლებებიც დასაცავია.
თქვენ რომ პრემიერ მინისტრი იყოთ და მთელი ქვეყანა გებაროთ, ასეთი პასუხისმგებლობა გქონდეთ აკიდებული, ამდენს შრომობდეთ და ქვეყანაზე დარდით ათენ-აღმაებდეთ, სამართლიანად მოგეჩვენებოდათ ხელფასი 3500 ლარი რომ გქონდეთ?
ისე ხუმრობას რომ შევეშვათ, თუ მართლა ესაა პრემიერ-მინისტრის ხელფასი, ეს დიდი პრობლემაა, რადგან მართლა არაადეკვატურია. ღარიბაშვილზე კი არაა აქ საუბარი (დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება რომ შეიცვლება, მას სამრთლადამცავების კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა), არამედ ინსტიტუციაზე. არ შეიძლება პორველ პირს ასეთი ხელფასი ჰქონდეს, ეს ნიშნავს, რომ მას პირდპირ კორუფციისკენ ვუბიძგებთ.
აქამდე ხელფასის მომატება არცერთმა პრემიერმა რომ არ მოითხოვა, ეს მე ყველას მიმართ მიჩენს კითხვებს. ანუ კვირკაშილი, ბახტაძე, გახარია 3500 ლარზე ცხოვრობდნენ?“ - წერს მეტრეველი.