თეგებით ძიება

„როგორ გახდა ღარიბაშვილი სუპერ-მდიდარი? ხელფასით ვერ გახდებოდა; ან უნდა მოეპარა, ან ივანიშვილის კმაყოფაზეა. ორივე საშინელებაა“ - გია ნოდია

პოლიტოლოგი ყოფილი განათლების მინისტრი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:

„ამ ვითარების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც ღარიბაშვილს ასე თუ ისე ნორმალურად წარმოაჩენდა, პრინციპულად არ არსებობს. 

ის, რომ ოფიციოზი „პირველ ჩვენებას აწვება“, რომლის თანახმადაც ღარიბაშვილს ბიუჯეტის ფულით არ უმგზავრია, ნიშნავს აღიარებას, რომ ბიუჯეტის ფულით მგზავრობა თავადაც დანაშაულად მიაჩნიათ. ამით სტრატკომი არა მხოლოდ ტვ პირველის ვერსიასაც, არამედ გაიაშვილის ვერსიასაც ეწინააღმდეგება: ესეც აჩენებს, რომ ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან. 

მაგრამ თუნდაც რომ ჩავთვალოთ, რომ სტრატკომი მართალს ამბობს, მაინც დიდი პრობლემაა. გამოდის, რომ ღარიბაშვილი არა უბრალოდ შეძლებული, არამედ სუპერ-მდიდარი ადამიანია. ასეთი ქცევა - ჩარტერული რეისების დაქირავება ერთკვირიანი გასეირნებისვის - მხოლოდ სუპერ-მდიდრებისთვისაა დამახასიათებელი. როგორ გახდა ღარიბაშვილი სუპერ-მდიდარი? ხელფასით ვერ გახდებოდა; ან უნდა მოეპარა, ან ივანიშვილის კმაყოფაზეა. ორივე საშინელებაა. 

ამ ყველაფრის გარდა, ღარიბაშვილის ქმედება რომ უკიდეგანო ქაჯობა და გოიმობაა, ეს ცალკე საკითხია; თუმცა, ვისაც ღარიბაშვილი მოსწონს, ამას ალბათ ვერ გაიგებს“ - წერს გია ნოდია. 

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

9 სექტემბერს, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა