ჩინეთი ბავშვებსთვის მობილური აპლიკაციების გამოყენებაზე შეზღუდვებს აწესებს
ჩინეთში, 2 სექტემბრიდან დაწესდა შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც ბავშვებს სმარტფონში მობილური აპლიკაციების გამოყენება მხოლოდ კონკრეტული დროით შეუძლიათ. ამას წინ უძღოდა ინოვაციის შესახებ გამართული აქტიური საჯარო განხილვა. იდეის ავტორთა განმარტებით, აღნიშნული ინიციატივის მიზანია მცირეწლოვან მომხმარებლებში "სმარტფონზე" დამოკიდებულების თავიდან აცილება. ამისათვის კი, მოწყობილობაში დაყენდება სპეციალური „საბავშვო რეჟიმი“, რომელიც ტელეფონში აპლიკაციების გამოყენების დღიურ ლიმიტად, მაქსიმუმ, 2 საათს ადგენს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მისი ყოველდღიური ლიმიტი მით უფრო ნაკლებ დროს მოიცავს. ამრიგად, 8 წლამდე ასაკის მომხმარებლებს სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენება დღეში არა უმეტეს 40 წუთის განმავლობაში შეუძლიათ. გარდა ამისა, არასრულწლოვანთათვის დაწესებულია სრული სატელეფონო დაბლოკვა საღამოს 22 საათიდან დილის 6 საათამდე. თუმცა, მშობლებს უფლება აქვთ გადაწყვიტონ, გამოიყენებენ თუ არა ახალ წესებს და მათ ასევე შეუძლიათ, დროის ლიმიტი შეცვალონ. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, მშობლების უმეტესობა აღნიშნული სიახლით კმაყოფილია.