ბუნება აღარ ემორჩილება ადამიანს, რომელმაც ღვთისადმი მორჩილება შეწყვიტა - რას წერს მამა შალვა?
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა შალვა კეკელია სოციალურ ქსელლში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
„რატომ ხდება ამდენი კატაკლიზმები დედამიწაზე…
ადამიანი კარგავს შესაძლებლობას, ღმერთი მამად მიიღოს, მოყვასი კი - ძამად. ასევე კარგავს შესაძლებლობას, მიიღოს მატერიალური საგნები, როგორც საღვთო ძღვენი და ისინი სწორედ მოიხმაროს. ასე იწყება ადამიანის მიერ ბუნების ბოროტად გამოყენება. იგი უკვე მას მოიხმარს არა მადლობის განცდით, როგორც უწინ, არამედ ანგარებით. ბუნება კი აღარ ემორჩილება ადამიანს, რომელმაც ღვთისადმი მორჩილება შეწყვიტა, და ჯანყდება მის წიმააღმდეგ. ბუნების სტიქიონები ბობოქრობენ, ცხოველები ველურები ხდებიან, სურთ, დაგლიჯონ ადამიანი, იკარგება წონასწორობა და ჰარმონია, რომელიც ადამიანისა და ბუნებას შორის ცოდვით დაცემამდე სუფევდა” არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი“ - წერს მამა შალვა კეკელია.