თეგებით ძიება

„კანონიერი ხელისუფლების დამხობის ერთ - ერთ მიზეზად თენგიზ სიგუამ ძველი “ მერსედესი “ დაასახელა , რომელიც პრეზიდენტს ემსახურებოდა“ - რას წერს სანდრო ბრეგაძე?

„ქართული მარშის“ ლიდერი სოციალურ ქსელში წერს:

„პრეზიდენტის მერსედესი   

—  იცით ხშირად რა მახსენდება ⁉️

— უნამუსო შავი პიარის პირველი მაგალითი , რომელმაც სათავე დაუდო სიცრუეს ,სიბილწეს და ცილისწამების ნიაღვარს ‼️

— გაგახსენებთ ‼️‼️‼️

— გახსოვთ ალბათ - დიდ ზვიად გამსახურდიას რომ შეუჩნდნენ - საქართველოს პრეზიდენტს ” მერსედესი “ რატომ ემსახურებაო ‼️

—  “ პრეზიდენტის მერსედესიო “ - აღშფოთებული გმინავდა ე.წ. თბილისური  “ სასვეცკეთი “ ‼️

—  დაამხეთ , დაამხეთ ზვიადი - მას ხომ “ მერსედესი “ ემსახურეობაო - გაყვიროდა ბრბო ‼️

—  კიოდა და წიოდა შავ ვოლგებს მიჩვეული “ წითელი ინტელიგენცია “ - როგორ გაბედა პრეზიდენტმა “ მერსედესში “ ჩაჯდომაო ‼️

—  მალევე მოაწყვეს კიდეც სამხედრო - კრიმინალური გადატრიალება ‼️

—  ყველაზე სასაცილო ( თუ სატირალი ) ის იყო , რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობის ერთ - ერთ მიზეზად თენგიზ სიგუამ ის ძველი “ მერსედესი “ დაასახელა , რომელიც პრეზიდენტს ემსახურებოდა ‼️

—  “ მერსედესის “ გამო პუტჩი განახორციელეს , მოაჯდნენ ქვეყანას , დააყაჩაღეს , გაძარცვეს , დაანგრიეს , გააპარტახეს ყველაფერი - ვანდალებივით გადაუარეს მთელს საქართველოს და ეს ყველაფერი იმ ხალხმა ( მხედრიონმა ,შევარდნაძის კლანმა,სხვადასხვა ბანდიტებმა ) გააკეთა , რომლებიც პრეზიდენტის “ მერსედესის “ გამო აღშფოთებას ვერ მალავდა ‼️

— ძარცვეს , ძარცვეს , ძარცვეს სახელმწიფო და თითოეულმა მათგანმა,რომლებმაც პრეზიდენტის “ მერსედესის “ გამო გადატრიალება მოახდინა - ავტოფარეხები  არა მარტო ერთი მერსედესით , არამედ მერსედესებით და ბევრად უფრო ძვირადღირებული  ავტომობილებით აავსო ‼️

—  ძველი “ მერსედესი “ ვერ აპატიეს იმ კაცს , რომელიც სამშობლოს თავისუფლებისთვის ეწამა, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კუთვნილ ხელფასს უპატრონო ბავშვთა სახლს ურიცხავდა , საქართველოდან დევნილს თანმხლები პირებისთვის საჭმლის საყიდელი ფული არ აღმოაჩნდა  და უბრალოდ ადამიანური თუ სულიერი პატიოსნების სიმბოლო იყო ‼️

—  სამწუხაროდ ასე იყო და ასე გრძელდება - თავად ქვეყანას ძარცვავდნენ , კუპონებიდან დაწყებული - მიშას დოქტორ დოტის მასაჟებამდე დამთავრებული სახელმწიფოს ძარცვის ხარჯზე მილიონერები გახდნენ და ეს უტიფრები დღესაც “ მორალურ მსაჯულებად “ გვევლინებიან ‼️

—  დიახ - ეს ის ხალხია ( ან მათი შთამომავლები )  - პირველი და უკანასკნელი კანონიერი პრეზიდენტის ძველი “ მერსედესი ” დღემდე რომ ვერ მოინელა და სამშობლოს ღალატი , შავი პიარი  ცხოვრების წესად აქცია“ - წერს საბნდრო ბრეგაძე.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა