თეგებით ძიება

„შუახევ-ჰესი, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა ენგურ-ჰესის შემდეგ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. წყალი ჟონავს ყველა მხრიდან“ - რას წერს ბექა ყორშია?

ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში წერს:

„დაელოდეთ დღეს Post Factum-ში ჩემს სიუჟეტს:) 

შუახევში ვიყავი, შუახევ-ჰესი, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა ენგურ-ჰესის შემდეგ, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. წყალი ჟონავს ყველა მხრიდან. შუახევის მერს დავურეკე, არ მიპასუხა, მაგრამ მიპასუხა მისმა მოადგილემ (პროფესიით მშენებელ-ინჟინერმა), გარემოს ზედამხედველობის სამსახურიდან ვარ, მთავარიდან დაგირეკავენ და რასაც ახლა გეტყვით, ეგ უთხარით-მეთქი. აბა რას ვიზამო. მოვიფიქრე სრულიად იდიოტური სიტყვათშეთანხმება - "კარსტულ-კატაკომბური ბეტონი" და ვეუბნები, როცა გკითხავენ ჰესის მდგომარეობაზე, უპასუხეთ, რომ კარსტულ-კატაკომბური ბეტონით არის აშენებული, რომელიც უმაღლესი ხარისხისაა და ჩამონგრევის შანსი არაა-მეთქი. ძლივს დაიმახსოვრა "კარსტულ-კატაკომბური". დანარჩენს დაელოდეთ:))))))

ხო, ჩემი დიდი ბებიის ბიძაშვილის, ზიგფრიდ ჯოჯუას სახელით გავეცანი“ - წერს ყორშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა