რადიკალური ოპოზიცია ისე იშლება, რომ მეშინია, შემდეგ პარლამენტში მარტო არ შევიდეთ - ირაკლი კობახიძე
„ნაცმოძრაობის“ და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა დადებითი პროცესია, ეს გააძლიერებს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაშლა კარგია, რადგან ეს სისტემას გააძლიერებს.
„თანდათანობით აქეთკენ მიდის ეს პროცესები. მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაშლა არის დადებით პროცესი. ბუნებრივია, ეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას გააძლიერებს“,-განაცხადა კობახიძემ.