მალე გამოვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მამაკაცებისთვის
ბრიტანელი მეცნიერების მიერ ძლიერი სქესისთვის შექმნილი კონტრაცეპტივი სააფთიაქო ბაზარზე სავარაუდოდ, აბების ან ცხვირის სპრესის სახით გამოვა.
ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მოქმედების პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებები სპერმატპოზოიდების მოძრაობას აფერხებენ და არასასურველი ფეხმიმობისგან იცავენ. პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია 2-3 საათით ადრე სქესობრივ აქტამდე. შესაძლოა, კონტრაცეპტივის მოქმედება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდეს.
აღსანიშნავია, რომ სააფთიაქო ბაზარზე პრეპარატის გამოჩენას უახლოეს ხანებში არ უნდა ველოდოთ, რადგან წინ უამრავი ტესტია გასავლელი, რომელიც კონტრაცეპტივის უსაფრთხოების დადგენას ემსახურება. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება მამაკაცებისთვის აფთიაქებში 2024 წლისთვის გამოჩნდება.