კიმ კარდაშიანმა ჯო ბაიდენს სომხების დაცვა სთხოვა
ამერიკელმა ტელევარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა სოციალური ქსელის საშუალებით აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მიმართა და „სომხების ახალი გენოციდის“ შეჩერება თხოვა.
კარდაშიანმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას თხოვა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე ზემოქმედებით მთიან ყარაბაღს შემდეგი საბრძოლო მოქმედებები აარიდოს.
„უკრაინის ომმა აზერბაიჯანი ზოგი ქვეყნისთვის რუსული ნავთობისა და გაზის ერთი შეხედვით, უფრო მომგებიან ალტერნატივად აქცია. ამან აზერბაიჯანის ავტოკრატიულ მთავრობას ფრთები შეასხა და საშუალება მისცა, რომ სომხური მოსახლეობის წინააღმდეგ შიმშილი იარაღად გამოეყენებინა“, - განაცხადა კარდაშიანმა.
2020 წელს კარდაშიანმა მთიანი ყარაბაღის საჭიროებისთვის დიდი თანხა გადარიცხა.