„ მკურნალობის გაგრძელებისთვის ოჯახს ესაჭიროება ფინანსური თანადგომა“ - თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტი მიმართვას ავრცელებს
თბილისის სახელმიფო უნივერსიტეტი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:
„ ერთად დავეხმაროთ ჩვენს სტუდენტს - მარიამ ბაბუაძეს!
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს მარიამ ბაბუაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
მას დაუდგინდა თავის ტვინის სიმსივნე, ჩაუტარდა რამდენიმე ოპერაცია, ამჟამად უმძიმეს კომატოზურ მდგომარეობაშია. მკურნალობის გაგრძელებისთვის ოჯახს ესაჭიროება ფინანსური თანადგომა.
თითოეული ჩვენგანის დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია!
მიმღები: მამა, ვეფხია ბაბუაძე
ანგარიშის ნომერი:
GE63BG0000000852619200 GEL
#მარიამისთვის“ - ვკითხულობთ ინფორმაციაში.