სამი წლის განმავლობაში ქალს 16 კომპანიიდან ხელფასი ერიცხებოდა და არაფერს აკეთებდა
ჩინელმა ქალბატონმა, სახელად გუან იუემ დამსაქმებლების მოტყუება და სხვადასხვა კომპანიაში 16 თანამდებობის ვირტუალურად დაკავება შეძლო. ამის შესახებ South China Morning Post-ი იუწყება.
გუან იუე ერთდროულად 16 კომპანიის თანამშრომელი იყო და ყოველთვიურად 16 ხელფასი ერიცხებოდა, თუმცა არასოდეს უმუშავია. საბოლოოდ, ქალი იმის გამო დაიჭირეს, რომ თაღლითური სქემის გაფართოვება გადაწყვიტა. 2022 წლის ოქტომბერში, IT კომპანიამ იუ შვიდ თანამშრომელთან ერთად, უფროსი მენეჯერის პოზიციაზე დაიქირავა. შთამბეჭდავი რეზიუმეების მიუხედავად, გუნდმა დაპირებული შედეგებს ვერ მიაღწია, ამიტომ მათთან დადებული ხელშეკრულებები გაუქმდა.
კომპანიის მფლობელს იუს კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა. ის პოლიციას დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. იუ 2023 წლის იანვარში, მორიგი გასაუბრების დროს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ იუს კრიმინალური ქსელი ჰქონდა, რომელიც 53 ადამიანისგან შედგებოდა. სამი წლის განმავლობაში, თაღლითების შემოსავალმა დაახლოებით 50 მილიონი იუანი შეადგინა. მოპარული ფულით ქალმა შანხაის პრესტიჟულ უბანში მდიდრული ვილა იყიდა, თუმცა ახლა პატიმრობა ემუქრება.