როგორი ამინდი იქნება საქართველოს 11-13 სექტემბერს? - პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
დედაქალაქში - თბილისში 11 და 13 სექტემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 12 სექტემბერს კი წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-12 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ, 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიატურა, საჩხერე, ხულო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 11 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 11 და 13 სექტემბერს უნალექოდ, 12 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 11 და 13 სექტემბერს უნალექოდ, 12 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) 11 სექტემბერს უნალექოდ, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,ომალო) 11 სექტემბერს უნალექოდ, 12-13 სექტემბერს დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი.